ბათუმის ელიტარულ უბანში, ზღვის პირველ სანაპირო ზოლზე მდებარე ერთადერთი ბუტიკის ტიპის სასტუმრო Tapis Rouge Boutique არდის დაზღვეულებს ექსკლუზიურად 40% ფასდაკლებას სთავაზობს გამოცხადებული ფასიდან.
Tapis Rouge არის მაღალი კლასის სასტუმრო, თანამედროვე დიზაინერული ოთახებით, ფართო სივრცის განსხვავებული ინტერიერით და განლაგებით, რომლებიც შესრულებულია ბაუჰაუზისა და ინდუსტრიულ სტილში დამზადებული ორიგინალური ავეჯით, რაც კომბინაციაში ქმნის სასტუმროს უნიკალურ სტილს.
Tapis Rouge-ის კონცეფცია - ვინტაჟს შერწყმული თანამედროვეობა და ოთახის ინდივიდუალურად შერჩევის საშუალებაა, სასტუმროს ყველა ნომერი უნიკალურია და ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც დიზაინით და ინტერიერით, ასევე განათებით და აკმაყოფილებს რესპექტაბელური ტურისტების მოთხოვნას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ესთეტიკა, ინდივიდუალური სტილი, მაღალი ხარისხის მომსახურება და დასვენება მშვიდ, საოცარ გარემოში.