Magnetic Beach Resort
შეთავაზების შესახებ

ქობულეთის შავი ზღვის სანაპიროზე, ფიჭვნარის უნიკალური მიკროკლიმატის წიწვოვან ზონაში მდებარე ახალი სასტუმრო Magnetic Beach Resort უმაღლესი კატეგორიის ევროპული სტანდარტების მქონე აპარტამენტებს მოიცავს, რომლებიც ზღვისა და მთის უმშვენიერესი ხედებით არის გარშემორტყმული. სასტუმროს პირველი სტუმრები განსაკუთრებული პირობებით სწორედ არდის დაზღვეულები იქნებიან, რომლებიც მთელი სექტემბრის თვეში ექსკლუზიური 20% - იანი ფასდაკლებით დაისვენებენ.

სასტუმრო 129 სხვადასხვა ტიპის აპარტამენტს მოიცავს, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და სივრცით. ფართო პანორამული ფანჯრები ზღვის ხედით, აივნებით და ტერასით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ყველა კატეგორიის ოთახისთვის. სასტუმროში შეგიძლიათ ისიამოვნოთ შავი ზღვის საოცარი ხედით გარშემორტყმული 25 მეტრიანი პანორამული აუზით, რომელიც აღჭურვილია წყლის ფილტრაციის უმაღლესი ტექნოლოგიებით. მყუდრო სანაპირო ზოლზე თქვენ შეძლებთ დააგემონოთ მაგნეტიკ ფულ ბარ/რესტორნის მრავალფეროვანი სამზარეულო, სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული ჯაკუზიდან დატკბეთ აჭარის ზღვისა და მთის ულამაზესი ხედებით.

 

 

ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზ.N379
30 სექტემბერი 2022
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე