თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
შეთავაზების შესახებ

თბილისის ძველ უბანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისი–SPA" გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას:

  • პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციებს;
  • გამაჯანსაღებელ პროცედურებს;
  • სარეაბილიტაციო პროცედურებს;
  • სარელაქსაციო პროცედურებს

მკურნალობის სახეობები: გოგირდის უნიკალური მინერალური წყლის აბაზანები, შესხურება, ჰიდროთერაპია; ტალახის აბაზანები, აპლიკაციები, წყალქვეშა და მშრალი დაჭიმვის პროცედურები; მასაჟები, მათ შორის, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის; პასიური კლიმატოთერაპია. კურორტზე გამოიყენება ახტალისა და კუმისის სამკურნალო ტალახები.

სამკურნალო ჩვენებები: სახსრების ქრონიკული დაავადებები (რევმატული, ინფექციური, ტრავმული, ენდოკრინული), გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები, ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები, სხვადასახვა წარმოშობის კუნთების, მყესების ანთება. არდის დაზღვეულები ბალნეოკურორტში სპეციალური პირობებით ისარგებლებენ:

  1. სამედიცინო მიმართულებით - 20% ფასდაკლება;
  2. ბალნეო მიმართულებით - 15% ფასდაკლება;
  3. სპა გამაჯანსაღებელი - 10%  ფასდაკლება.

ექსკლუზიურად 50%-იანი ფასდაკლება ჰალოთერაპიაზე (მარილის ოთახი); სპა კაფსულა ინფრაწითელი ნათებით; ცირკულარულ და აღმავალ შხაპზე.

ჰიდროკინეზიოთერაპიაზე - 30%

ქ.თბილისი, ვ. გორგასალის ქ.N9
2 სექტემბერი 2023
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე