შატო მერე Chateau Mere
შეთავაზების შესახებ

თელავის მახლობლად მდებარე ორიგინალური არქიტექტურის სასტუმრო შატო მერე, ქვისგან ნაგები სამსართულიანი სასახლეა ოთხი კოშკით, საიდანაც კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედები იშლება.

ძველებური ვინტაჟური ინტერიერის შატო, მრავალი საინტერესო დეტალისგან შედგება. უნიკალური ლანდშაფტი, სუფთა ჰაერი, კახური სამზარეულო, ექსკლუზიური ღვინოები, ღია აუზი და ჯაკუზი, ქვევრების მარანი და საჯინიბო, ხარისხიანი მომსახურება ყველა პირობას ქმნის სასიამოვნო დასვენებისთვის.  ამასთან, სასტუმრო გთავაზობთ ტრანსფერის მომსახურებას და სხვადასხვა აქტივობას: ღვინის დეგუსტაციას, კარაოკეს, ცხენით საჯირითო ექსკურსიას..

სასტუმრო არდის დაზღვეულებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს: სპა პროცედურებზე, რომლებსაც არამხოლოდ გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო, არამედ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანიშნულებაც აქვს ექსკლუზიური 40% ფასდაკლებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, ნებისმიერი კატეგორიის ოთახის დაჯავშნის შემთხვევაში სპეციალური ფასებით 10%-იანი ფასდაკლების ფარგლებში.

კახეთი, ვარდისუბანი N15
30 ნოემბერი 2022
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე