კამარა Kamara
შეთავაზების შესახებ

არდის დაზღვეულები ფსიქოთერაპიის სახლ კამარაში ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ:

  1. ფსიქოდიაგნოსტიკაზე - 15% ფასდაკლება
  2. ჯგუფურ თერაპიაზე  - 25% ფადაკლება
  • ფსიქოდიაგნოსტიკა გვაძლევს საშუალებას ამოვიცნოთ და გავზომოთ ადამიანის თავისებურებები და გამოვიტანოთ სანდო დიაგნოსტიკური დასკვნა. ის გვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ, რაც თვითგანვითარების, ქცევის კორექციის, ემოციური კეთილდღეობის მიღწევის, მკურნალობის პროცესის დაგეგმვის, კონსულტირების, ფსიქოთერაპიისა და სხვა პროცესების დაგეგმვის მიზნით გამოიყენება.
  • ჯგუფური თერაპია საშუალებას მისცემს მონაწილეებს მეტად დაეყრდნონ საკუთარ თავს და უნარებს, მართონ სტრესი და დაძლიონ შიშები, იგრძნონ ძალა, რომელიც აუცილებელია საკუთარი საზღვრების დასაცავად და წინსვლისთვის, უკეთ გამოხატონ საკუთარი თავი და ამით გააუმჯობესონ კომუნიკაცია.

პროგრამა შედგება 7 თერაპიული სეანსისგან და მოიცავს:

  • ფიზიკურ სავარჯიშოებს და ტექნიკებს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიიდან;
  • მედიტაციურ ტექნიკებს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიიდან;
  • არტ - თერაპიას;
  • ჯგუფურ თერაპიას პროცესების ვერბალიზაციისთვის;
  • დავალებებს, რეკომენდაციებს (ფილმები, ვიდეოები, წიგნები)/

ჯგუფური თერაპიის მონაწილეთა რაოდენობაა 8-10, შეხვედრის ხანგრძლივობა 2- 2,5 სთ.

 

ქ.თბილისი, ოქროყანის ქ.N17
8 თებერვალი 2023
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე