Ambassadori Goderdzi Hotel • სასტუმრო ამბასადორი გოდერძი
შეთავაზების შესახებ

მაღალმთიანი აჭარის კურორტ გოდერძიში მდებარე ამბასადორის ქსელის ხუთვარსკვლავიანი Ambassadori Goderdzi Hotel თანამედროვე დიზაინის და ევროპული სტანდარტების სასტუმროა, რომელიც დაუვიწყარ დასვენებას სთავაზობს ზამთრის კურორტებისა და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს. ულამაზესი ტერასა, თოვლით დაფარული მთები, სამი სირთულის სათხილამურო ტრასა, დაუვიწყარ ზამთრის თავგადასავალს გთავაზობთ ალპურ ზონაში სრიალის შესაძლებლობით.

სასტუმროში დაგხვდებათ კომფორტული ნომრები ინდივიდუალური აივნებითა და ზღაპრული ხედებით. სპა, დახურული აუზი, რესტორნები, ბარები, კლუბი, საბავშვო სივრცე და რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

არდის დაზღვეულები მთელი წლის განმავლობაში სპეციალური 15% -იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ნებისმიერი კატეგორიის ნომრის დაჯავშნის შემთხვევაში კვირის ნებისმიერ დღეს, ხოლო შიდა აქციების პერიოდში დამატებით 5%-იანი ფასდაკლებით.

  • შეზღუდვა იქნება მხოლოდ საახალწლო პერიოდში 31.12.2022 - 08.01.2023. ამ პერიოდზე 5%-იანი ფასდაკლება იქნება გათვალისწინებული.
ხულოს რაიონი, კურორტი გოდერძი
5 დეკემბერი 2023
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე