Komorebi Bakuriani Resort
შეთავაზების შესახებ

ზამთრის კურორტების მოყვარული არდის დაზღვეულები კოხტასთან მდებარე 4 ვარსკვლავიან პრემიუმ კლასის სასტუმროში „კომორები ბაკურიანი“ სტანდარტული ფასიდან ექსკლუზიური 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

სასტუმრო გარშემორტყმულია ქათქათა თოვლში გახვეული ბაკურიანის ულამაზესი ხედებით, რომელიც დამსვენებლებს თანამედროვე სტანდარტების ინტერიერისა და  დიზაინის სხვადასხვა კატეგორიის მყუდრო და კომფორტულ  ნომრებს სთავაზობს.

სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია:

  • დახურული რესტორანი და ბარი მრავალფეროვანი სამზარეულოთი და მუსიკალური საღამოებით.
  • მცირეწლოვანი სტუმრებისთვის საბავშვო სივრცე საყვარელი ანიმაციური გმირებით.
  • სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის დროებითი სარგებლობის თხილამურები და ყველა საჭირო აღჭურვილობა.

 

 

ბაკურიანი
25 აპრილი 2023
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე