ვაგრძელებთ თანამშრომლობას Radisson-ის ქსელის სასტუმროებთან და ამჯერად წინანდალის შესანიშნავ სასტუმროზე @Park Hotel Tsinandali- ს ექსკლუზიური 35%-იანი ფასდაკლებით გიბრუნდებით, რომელიც იმოქმედებს გამოცხადებული ფასიდან ნებისმიერ დღეს ნებისმიერი კატეგორიის ნომერზე.
პარკ ჰოტელი განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ხელოვნების მოყვარულთათვის გამორჩეული სასტუმროა. კედლების ინდივიდუალური ფერი ყველა ნომრისთვის, საუცხოო კომპოზიციები, ფიგურების მოხატულობა თანამედროვე მარტივი სიმბოლიკით, კავკასიონის კონტური, მუსიკალური სიმბოლოები და ნოტები ამშვენებს მყუდრო და თემატური სასტუმროს ინტერიერს.
სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარე საუცხოო ვიზუალის საცურაო აუზი და სასახლის ტერიტორიაზე გადაშლილი საოცარი პარკი სასტუმროს დამსვენებლებისთვის განსაკუთრებული განტვირთვის შესაძლებლობას იძლევა.