Komorebi Bakuriani Resort
შეთავაზების შესახებ

არდის დაზღვეულები კოხტასთან მდებარე 4 ვარსკვლავიანი პრემიუმ კლასის სასტუმროში „კომორები ბაკურიანი“ სტანდარტული ფასიდან ექსკლუზიური 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

სასტუმრო გარშემორტყმულია ბაკურიანის ულამაზესი ხედებით, რომელიც დამსვენებლებს თანამედროვე სტანდარტების ინტერიერისა და  დიზაინის სხვადასხვა კატეგორიის მყუდრო და კომფორტულ  ნომრებს სთავაზობს.

სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია:

- დახურული რესტორანი და ბარი მრავალფეროვანი სამზარეულოთი და მუსიკალური საღამოებით;

- მცირეწლოვანი სტუმრებისთვის საბავშვო სივრცე საყვარელი ანიმაციური გმირებით;

- სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის დროებითი სარგებლობის თხილამურები და ყველა საჭირო აღჭურვილობა.

 

ბაკურიანი
29 დეკემბერი 2023
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე