Litz Resort • ლიც რეზორტი
შეთავაზების შესახებ

კვარიათის მთაზე ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე მდებარე, თანამედროვე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Litz resort არდის დაზღვეულებს გამოცხადებული ფასიდან ექსკლუზიურ 30%-იანი ფასდაკლებით უმასპინძლებს ერთდროულად ზღვაზეც და მთაშიც. ლიც რეზორტი არის ადგილი, სადაც ზღვა და მთა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. შენობა მთის კიდეზეა განლაგებული და არაჩვეულებრივ ხედს იძლევა, როგორც კავკასიონის ქედზე, ასევე ქალაქ რიზე-დან (თურქეთი) ბათუმამდე. აქ ყოველთვის უბერავს სასიამოვნო ზღვის ნიავი, რაც დამსვენებლებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის. სასტუმროს ყველა ოთახს აქვს ზღვის სრული ხედი, რეზორტი გარშემორტყმულია ულამაზესი ტყით, რომელშიც გაყვანილია ფეხით და ცხენით სასეირნო ბილიკები.

გარე და შიდა აუზები ზღვისა და მთების პანორამული ხედებით, კომფორტული ოთახები, შესანიშნავი ქართული და ევროპული სამზარეულო, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, გასართობი სივრცეები, უმაღლესი ხარისხის მომსახურება - ეს ყველაფერი მშვიდი და კომფორტული დასვენების გარანტიაა.

სასტუმრო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 კმ-ით არის დაშორებული, აქვს სტუმრების აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი და აქვს საკუთარი ჰელიპორტიც.

ქ. ბათუმი, კვარიათი
1 ნოემბერი 2023
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე