Crowne Plaza Borjomi
შეთავაზების შესახებ

საქართველოს ულამაზეს საკურორტო ქალაქ ბორჯომის შუაგულში, ისტორიულ პარკთან მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო Crowne Plaza Borjomi არდის დაზღვეულებს სპეციალური 25%-იანი ფასდაკლებით უმასპინძლებს ნებისმიერი კატეგორიის ნომრის დაჯავშნის შემთხვევაში, ამასთან სპა პროცედურებზეც სპეციალურ 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

წელიწადის ყველა დროს, განსაკუთრებით მოთხოვნადი სასტუმრო ულამაზესი ხედებით, სადაც წიწვოვანი მთის ჰაერი და საუკეთესო მომსახურება ერთად არის შეზავებული, სადაც სამკურნალო თვისებებით ცნობილი ბორჯომის მინერალური წყალი პირდაპირ სასტუმროს ეზოში მოედინება.

სასტუმრო გამოირჩევა ინტერიერის ორიგინალური, დახვეწილი  დიზაინით, უჩვეულო მოხაზულობისა და განსხვავებული მოცულობის თანამედროვე ოთახებით, ტერასაზე განლაგებული კაფე, ორი რესტორანი, ბარი და ღვინის ბარი, სავარჯიშო დარბაზი მოხდენილადაა კომბინირებული ექსკლუზიურ გამაჯანსაღებელ სპა-ცენტრთან, რომელიც სტუმრებს სთავაზობს საცურაო აუზის, საუნისა და სხვა დასასვენებელი სივრცეების მომსახურებას, აგრეთვე სამკურნალო- გამაჯანსაღებელ და ბალნეოლოგიურ პროცედურებს.

 

ქ.ბორჯომი, ბარათაშვილი ქ.N9
25 დეკემბერი 2023
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე