თბილისის ძველ უბანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისი–SPA" არდის დაზღვეულებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს მთელ რიგ პროცედურებზე:
ექსკლუზიურად
ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებლებს მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს:
მკურნალობის სახეობები: გოგირდის უნიკალური მინერალური წყლის აბაზანები, შესხურება, ჰიდროთერაპია; ტალახის აბაზანები, აპლიკაციები, წყალქვეშა და მშრალი დაჭიმვის პროცედურები; მასაჟები, მათ შორის, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის; პასიური კლიმატოთერაპია. კურორტზე გამოიყენება ახტალისა და კუმისის სამკურნალო ტალახები. სამკურნალო ჩვენებები: სახსრების ქრონიკული დაავადებები (რევმატული, ინფექციური, ტრავმული, ენდოკრინული), გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები, ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები, სხვადასახვა წარმოშობის კუნთების, მყესების ანთება.