Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი
შეთავაზების შესახებ

შემოდგომაზე კახეთის მხარე განსაკუთრებულია ფერთა ცვლის ულამაზესი სანახაობით, რომელიც ლოპოტას ბუნებაში განსაკუთრებით შთამბეჭდავად აღიქმება.

არდის დაზღვეულები @Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი ექსკლუზიური 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ წლის ბოლომდე.

ლოპოტა რეზორტი სტუმრებს ოთხი სეზონის მანძილზე განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ეს არის ადგილი, სადაც საგულდაგულოდ ნარჩევი დეტალები გამორჩეულ გარემოს ქმნის. ლოპოტაზე სტუმრებს საშუალება აქვთ დაისვენონ მაღალი კლასის სასტუმროს ნომრებში, დააგემოვნონ ქართული, ევროპული და აზიური კულინარია, მიირთვან ადგილზე შატო ბუერაში დამზადებული ქართული, ექსკლუზიური ღვინო და გაეცნონ მისი დამზადების ტრადიციას, განიტვირთონ ეკო-თერაპიით ტყის სპაში, აუზებში, დაკავდნენ სპორტული თუ სათავგადასავლო აქტივობებით, აღმოაჩინონ ადგილობრივი ფლორა და ფაუნა. ლოპოტა ის იშვიათი ადგილია, სადაც კომფორტულ დასვენებას ბუნებასთან სიახლოვე და ინტერაქცია ერწყმის. ლოპოტაზე ყველაფერია ოჯახური, ინდივიდუალური, რომანტიკული, მეგობრული თუ კორპორაციული დასვენებისთვის, აქ ყველა იპოვის იმას, რასაც ელის დასვენებისგან:

  • მაღალი კლასის ნომრები;
  • სათავგადასავლო თუ განტვირთვის მრავალფეროვანი არჩევანი;
  • შიდა აუზი და საუნა, სპა, ცხენზე ჯირითი, ჩოგბურთის კორტები, წყლის და სახმელეთო ველოსიპედები, კვადრო ტურები, ღვინის ტურები  და სხვა;
  • ქართული, ევროპული და აზიური კულინარია, რეზორტზე არსებული სხვადასხვა კონცეფციის მქონე რესტორნებში.
კახეთი, ნაფარეული
30 დეკემბერი 2023
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე