არდის დაზღვეულები კიკეთის ფერმის მულტიფუნქციურ სარეკრეაციო კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში, ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ შემდეგ ობიექტებზე:
გარდა ამისა, ველნეს სპა Banya N1-ში მხოლოდ არდის დაზღვეულები ისარგებლებენ:
1. დასასვენებელი სივრცის ჯავშანზე ექსკლუზიური 20% ფასდაკლებით:
2. გამაჯანსაღებელ პროცედურაზე (Body Wash with tar soap) ექსკლუზიური 40% ფასდაკლებით. 95 ლარის ნაცვლად 57 ლარი
Banya N1 ლონდონსა და კიკეთში - Banya N1 კიკეთის ფერმის კლდის ნაწილში მდებარეობს, საიდანაც იშლება პანორამული ხედები კიკეთის სიმწვანეში. შენობაში, რომელიც არქიტექტურისა და ლანდშაფტის სინთეზს წარმოადგენს, განთავსებულია: ორთქლის ოთახები, სივრცეები გამაჯანსაღებელი თერაპიებისთვის, დასვენებისა და განტვირთვის ზონები, ასევე, ღია ტერასა, დახურული და წყაროს წყლის ღია აუზებით. სპა ცენტრი სტუმარს სთავაზობს დაორთქვლის პროცედურას, რომელიც სრულდება მუხის, არყის ხის და ევკალიპტის სურნელოვანი თაიგულებით; გამაჯანსაღებელ თერაპიებს, როგორიცაა თაფლის, მარილისა და ყავის სკრაბი, კლასიკური მასაჟი და ტალახის აბაზანები.
* აქცია Banya N1 -ზე ძალაშია 6 თვის ვადით.
მარანი - კლდეში გამოკვეთილი მარანი აწარმოებს ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებულ ქვევრის და ასევე მუხის კასრებში დავარგებულ ღვინოს. კიკეთის მარნის მთავარი მიმართულება ნატურალური მეღვინეობაა. მარანში შესაძლებელია როგორც ღვინის დეგუსტაცია, ისე ჭაჭის დაგემოვნება. შაბათ-კვირას მარნის ტერასაზე ღვინოსთან ერთად შესაძლებელია BBQ მენიუს დაგემოვნება.
თავლა - კიკეთის ფერმაში სპეციალურად შერჩეული ცხენების საშუალებით, სტუმარს 5 წლიდან ზემოთ შეუძლია ჯირითის შესწავლა და ცხენით გასეირნება ქვიშიან სავარჯიშო მოედანზე. ასევე, მსურველებს შეუძლიათ საცხენოსნო ლაშქრობებში მონაწილეობა. კიკეთის თავლაში 15 სხვადასხვა სახეობის ცხენია, მათ შორის ანგლო ახალ-თექური, არაბული, თერგული, ანგლო არაბული, კარაჩაული და ადგილობრივი. ტერიტორიაზე განთავსებულია ქვიშიანი სავარჯიშო მოედანი და სპეციალურად ცხენების სასეირნოდ განკუთვნილი სივრცე.
ფერდინანდის ფერმა - შემეცნებით-საგანმანათლებლო სივრცე - კიკეთის სიმწვანეში სტუმრებისთვის განკუთვნილია ფერდინანდის ფერმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცე, სადაც დახვდებათ არქეოლოგიური კუთხე, კონტაქტური ფერმა, გაკვეთილები ბუნებაში, სადაც შეუძლიათ სახალისო აქტივობებში მონაწილეობა და ცხოველებთან ინტერაქცია, რომლის მიზანია ბავშვების და მოზარდების დაახლოება ბუნებასთან და შემოქმედებითი უნარების გაღვივება. მასტერკლასები 5 წლიდან ზემოთ.
ვარდების სანერგე - წარმოდგენილია 240-მდე ჯიშის ვარდის სახეობა ახალი ზელანდიიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან და ინგლისიდან. ადგილზე შესაძლებელია ნერგების შეძენა, ასევე სხვადასხვა სახის სადღესასწაულო ცერემონიებისა და ფოტოსესიის მოწყობა. ტრადიციულად შაბათს ან კვირას, ვარდების სანერგე მასპინძლობს ჯაზის საღამოებს.
სათბური N1 - ორანჟერეა - პირველი სათბურის ორანჟერეაში წარმოდგენილია ეგზოტიკური მცენარეები და იშვიათი ნივთების კოლექცია, ევროპული სტილის, XI-XX საუკუნეების ღუმელები, რომელთაც გამოარჩევს დახვეწილი ესთეტიკა, ფორმისა და მასალის მრავალფეროვნება.
სათბური N2 - სათბური აღჭურილია BBQ-სთვის საჭირო ინვენტარით და მცირე მასშტაბის თემატური ღონისძიებებისთვის.
სათბური N3 - კაფე - კიკეთის ფერმის კაფე მოწყობილია სათბურში, რომელსაც გამოარჩევს მცენარეების მრავალფეროვნება, სიმწვანე, ანტიკვარული ავეჯი და XX საუკუნის ევროპული ღუმელები. კაფის ტერასიდან ხედი პირდაპირ საცხენოსნო მოედანზე იშლება,რაც ერთგვარ სანახაობას სთავაზობს სტუმრებს. კაფეში წარმოდგენილია განსხვავებული მენიუ ოთხივე სეზონზე, როგორც ევროპული, ისე აზიური კერძები ქართული ელემენტებით. სამზარეულოს ხელმძღვანელობს ქართველ-ავსტრიელი შეფმზარეული.
სასტუმრო კონტეინერი - კიკეთის ფერმის ტერიტორიაზე, ტყის სიახლოვეს, ლანდშაფტზეა მორგებული საზღვაო კონტეინერისგან შეკრული ორი სასტუმრო. ნომერი დამოუკიდებელი საძინებლით, აბაზანითა და ტერასით. სასტუმროს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის მის სიახლოვეს არსებული ჩანჩქერი და ტბა.
* საჭიროა წისასწარი ჯავშანი ნომერზე: 551 30 61 30