გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა - University Clinic Of Globalmed
შეთავაზების შესახებ

არდის დაზღვეულები და მათი დაუზღვეველი ოჯახის წევრები გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა-University Clinic of Globalmed-ში უპრეცედენტო პირობებით ისარგებლებენ

  • არდის დაზღვეულები ისარგებლებენ ექსკლუზიური 50%-იანი ფასდაკლებით ყველა გამონაკლისსა და მოცდის პერიოდის მომსახურებაზე 6 თვის ვადით;
  • არდის დაზღვეულების დაუზღვეველი ოჯახის წევრები კლინიკაში არსებულ სრულ მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ 2 თვის ვადით;
  • როგორც არდის დაზღვეულები, ისე მათი დაუზღვეველი ოჯახის წევრები 6 თვის ვადით ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით, კლინიკაში არსებულ ნებისმიერ სტომატოლოგიურ, კოსმეტოლოგიურ და ფიზიოთერაპიულ მომსახურებაზე.

გლობალმედი საერთაშორისო სტანდარტების მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით, სიმენსის კვლევითი სისტემებით და ექოსკოპიით. კლინიკას დანერგილი აქვს დისტანციური დიაგნოსტირება და თანამშრომლობს გერმანიის, ისრაელისა, თურქეთის და ამერიკის წამყვან კლინიკებთან.

გლობალმედის უპირატესობებია:

  • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებთან კონსილიუმები, დიაგნოზსა და მკურნალობის კურსზე ერთობლივად მუშაობა;
  • საზღვარგარეთ მკურნალობის ორგანიზება;
  • ბავშვთა სასწრაფო დახმარება ,,ბეიბი ექსპრესი“;
  • კლინიკის უმთავრესი მიმართულება - პედიატრიაა საქართველოში წამყვანი პედიატრებით, თუმცა კლინიკა სრულ ამბულატორიულ მომსახურებებს მოიცავს.
ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ.N 3ბ
20 თებერვალი 2024
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე