Tsinandali Resort & Spa წინანდალი რეზორტი & სპა
შეთავაზების შესახებ

არდის დაზღვეულები სასტუმროში @Tsinandali Resort & Spa ექსკლუზიური 30%-იანი ფასდაკლების ფარგლებში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ:

  • სტანდარტული ორადგილიანი  ნომერი კავკასიონის ხედით - 140 ლარი საუზმით;
  • სტანდარტული ორადგილიანი ნომერი ცივ-გომბორის ხედით -130 ლარი საუზმით;
  • სტანდარტული ჯუნიორი - 140 ლარი საუზმით;
  • სტანდარტული ორადგილიანი ნომერი აივნის გარეშე - 105 ლარი საუზმით;
  • სტანდარტული ერთადგილიანი ნომერი აივნის გარეშე - 84 ლარი;
  • ლუქსი ორი აივნით, ხედებით როგოც კავკასიონზე, ასევე ცივ -გომბორზე - 242 ლარი

თელავთან ახლოს, სოფელ წინანდალში მდებარე სასტუმროდან ,,წინანდალი რეზორტი და სპა“ იშლება შთამბეჭდავი პანორამული ხედი კავკასიონის ქედზე და ცივ-გომბორის მთაზე გადაშლილ ვენახებზე. სასტუმრო წარმოდგენილია ძველი ქართული ქალაქის დიზაინით, რომლის ერთ გვერდს ამშვენებს კოშკი. სასტუმროს განსაკუთრებული ხიბლია ადგილზე მდებარე მარანი ქვევრებით,  სადაც ნატურალური ღვინო იწარმოება, რომლის დაგემოვნება ნებისმიერ სტუმარს კახურ ჩურჩხელებთან ერთად შეუძლია. სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ნომრები, ღია საცურაო აუზი, რომელიც თბება, ჯაკუზი, საუნა, ქართული რესტორანი, ბარი და ტერასა ულამაზესი ხედებით.

თელავი, წინანდალი
7 მაისი 2024
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე