Akhaltsikhe Inn • ახალციხე ინნ
შეთავაზების შესახებ

კიდევ ერთი, პრემიუმ კატეგორიის ახალი სასტუმრო ,,ახალციხე ინნ”, გარშემორტყმული ქათქათა თოვლში გახვეული ისტორიული მესხეთის ულამაზესი ხედებით, უნიკალური კლიმატით, მყუდრო და კომფორტული ოთახებით, საუკეთესო ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის. არდის დაზღვეულები გამოცხადებული ფასიდან ექსკლუზიური 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ნებისმიერი კატეგორიის ნომერზე.

,,ინნ ჰოსფითალითის”  ქსელში შემავალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ახალციხე ინნ”, ახალციხის ისტორიულ ცენტრში, რაბათის ციხიდან 2 კმ-ში მდებარეობს. მისი კონცეფცია აერთიანებს მესხეთის კულტურას, ისტორიას და ერწყმის თანამედროვეობას, რაც ასახულია შენობის ინტერიერის დიზაინში. ოთხსართულიანი კომპლექსის ინტერიერი და ექსტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი.

სასტუმრო 115 ინდივიდუალური ნომრისგან შედგება. თითოეულ ოთახს აქვს ფრანგული სტილის აივანი, საიდანაც პანორამული ხედები იშლება. კომპლექსის პირველ სართულზე დაგხვდებათ ბარის რამდენიმე სივრცე და რესტორანი ზედაშე, სადაც ადგილობრივი მესხური ტრადიციული კერძები არის წარმოდგენილი. „ახალციხე ინნ“-ში განთავსებულია სპა, აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნები, საბილიარდო, გასართობი ოთახები ბავშვებისთვის, ღია ვერანდა, საიდანას ულამაზესი მესხეთის ხედები იშლება.

ახალციხე, შოთა რუსთაველის ქ.N124
31 მარტი 2024
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე