Mtserlebi Resort • კურორტი მწერლები
შეთავაზების შესახებ

არდის დაზღვეულები ქვიშხეთის ისტორიულ სასტუმროში ,,მწერლები” ექსკლუზიური 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ყველა კატეგორიის ნომერზე. ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე და საცურაო აუზით სარგებლობა.

უნიკალური სამკურნალო კლიმატი მინერალურ წყლებთან ერთად ქმნის სიჯანსაღითა და სიმყუდროვით გაჯერებულ ზღაპრულ გარემოს, სადაც ულამაზეს ბუნების წიაღში გახვეული სასტუმრო ,,მწერლები” მდებარეობს. სასტუმროს  საოცარი ისტორია აქვს: ძველი ყიფიანების სასახლე, სადაც დიმიტრი ყიფიანი სახლობდა, 1924 მწერალთა კავშირს გადაეცა. ამ დროიდან მოყოლებული 1990- იანების ბოლომდე მას უამრავი საბჭოთა ცენზურას გამოქცეული ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სტუმრობდა, სწორედ აქ განიხილავდნენ ისინი ყველაზე მნიშვნელოვან ზნეობრივ,ეროვნულ  საკითხებს, რაც მათ შემოქმედებას ასე ამშვენებს. სწორედ აქ შეიქმნა ტატო ბარათაშვილის ,,შემოღამდება მთაწმინდაზედ” და აკაკი წერეთელის ,,განთიადი”, რომელიც დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა, მიხეილ ჯავახიშვილი აქ მუშაობდა რომანზე „არსენა მარაბდელი“ და 1937 წელს, ჩეკისტებმა სწორედ ქვიშხეთში დააპატიმრეს.,, ათწლეულების მანძილზე ეს ადგილი მუდმივი შემოქმედებითი წვის მოწმე იყო და ეს მოგონებები გააერთიანა სასტუმრო ,,მწერლებმა”, რომელიც ინახავს რაღაც ძალიან ძვირფასსა და მარადიულს, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. ამიტომაც შეიქმნა კომპლექსური, მიმზიდველი სივრცე, რომელიც ვინტაჟურ გარემოს შერწყმულ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და კომფორტულ ინსფრასტრუქტურასთან ერთად თავს უყრის იმ ამბებსა თუ მოგონებებს, რომელიც ამ ადგილის დამსვენებელს აქ მომხდარი უამრავი ისტორიული ამბის თანამონაწილედ აქცევს.

ქვიშხეთის უნიკალური სამკურნალო ჰავა სამი მხრიდან მთებით შემოსაზღვრული შავი ზღვიდან წამოსულ ნოტიო ჰაერის მასებისა და  აკავკასიონის კრისტალურ ჰაერის ნაზავია. სწორედ ამ ადგილას იქმნება ე.წ. „საჰაერო ქვაბი“, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკთან ერთად ქვეყნის მთავარ სასუნთქ არტერიას წარმოადგენს. დამტვერვის სეზონისთვის ეს ჰავა სასუნთქი გზებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

ქვიშხეთი, მწერლების ქ.N1
1 ივნისი 2024
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე