ბაკურიანი ინნ • Bakuriani Inn
შეთავაზების შესახებ

სასტუმრო “ბაკურიანი ინნის” მთავარი მისიაა მიაწოდის ბაკურიანში ჩამოსულ ტურისტებს მაღალი ხარისხის მომსახურება და შეუქმნას მათ დაუვიწყარი გამოცდილება კონკურენტულ ფასად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და ამავდროულად აამაღლებს ინდუსტრიის სტანდარტებს. სასტუმრო “ბაკურიანი ინნის” თანამედროვე დიზაინი და ხის გარე დეტალები შესანიშნავად ერწყმის გარემოს და განსაკუთრებულ ესტეთიურობას ანიჭებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას. სასტუმროს სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ შექმნან ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს სერვისი ხელმისაწვდომ და მისაღებ ფასად. სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ გათვლილია ყველა სახის დამსვენებელზე. გარდა მაღალი დონის სტანდარტული ოთახებისა, სასტუმროში არის აგრეთვე ლუქს ოთახები, სადაც სტუმრებს შეეძლებათ წარმოუდგენელი სილამაზის ხედების ფონზე დასვენება და გარუჯვა.
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სასტუმროს აღჭურვილობას:

  • ტერასა;
  • შშმ პირების მოთხოვნილებებზე მორგებული ოთახი;
  • საოჯახო ტიპის ოთახი;
  • საბილიარდო;
  • ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები;
  • დახურული საცურაო აუზი;
  • მშრალი და სველი საუნები;
  • სამასაჟო და სპა ცენტრი;
  • საკონფერენციო დარბაზები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • შეხვედრების დარბაზები;
  • უკაბელო ინტერნეტი;
  • თხილამურებისა და ფეხსაცმლების შესანახი;
  • ბარგის შესანახი ოთახი;
  • პარკირების ადგილი;
  • 25 000 კვ გამწვანებული ტერიტორია;
  • 500 მეტრი სასეირნო ბილიკი ტერიტორიაზე.
ბაკურიანი. კ წაქაძის ქ. N12
20 ივლისი 2024
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე