ბექას სკოლა • Beka's School
შეთავაზების შესახებ

დღევანდელ სამყაროში ინგლისური ენის ცოდნის გარეშე რთულია, მიიღო ხარისხიანი თანამედროვე განათლება.

ბექას სკოლა ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინგლისური ენის ცენტრია, რომლის მისიაა – თანამედროვე ინგლისური ენის სწავლება ქართველებზე ადაპტირებული ნოვატორული მიდგომებით.

ზოგადი ინგლისურის კურსი ბექას სკოლის მთავარი და ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტზე. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary. კურსის მთავარი მიზანია, სტუდენტებმა სრულად დაფარონ ინგლისურის შესაბამისი დონე და კურსის გავლის შემდეგ, გადავიდნენ ინგლისურის ცოდნის მომდევნო დონეზე, ენის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.

სტუდენტი მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში უკვე უცხოელ მასწავლებელთან იყენებს, სადაც ივითარებს ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარებს.

ზოგადი ინგლისურის კურსის შესწავლა ხდება კემბრიჯის ახალი ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოს Empower-ით და სასწავლო პლატდორმა Cambridge One-ის საშუალებით.

კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (72 საათი), კვირაში 3-ჯერ 1,5 სთ გაკვეთილები.

სრული კურსის ექსკლუზიური ღირებულება არდის დაზღვეულებისთვის 1200 ლარი 1350 ლარის ნაცვლად.

თბილისი, გალაქტიონ ტაბიძის ქ. 18
23 ნოემბერი 2024
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე