Akhaltsikhe Inn • ახალციხე ინნ
შეთავაზების შესახებ

მესხეთის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო ,,ახალციხე ინნ“, უნიკალური კლიმატით, მყუდრო და კომფორტული ოთახებით, საუკეთესო ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის, სადაც არდის დაზღვეულები გამოცხადებული ფასიდან ექსკლუზიური 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ნებისმიერი კატეგორიის ნომერზე.

,,ინნ ჰოსფითალითის”  ქსელში შემავალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ახალციხე ინნ”, ახალციხის ისტორიულ ცენტრში, რაბათის ციხიდან 2 კმ-ში მდებარეობს. მისი კონცეფცია აერთიანებს მესხეთის კულტურას, ისტორიას და ერწყმის თანამედროვეობას, რაც ასახულია შენობის ინტერიერის დიზაინში. ოთხსართულიანი კომპლექსის ინტერიერი და ექსტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი.

სასტუმრო 115 ინდივიდუალური ნომრისგან შედგება. თითოეულ ოთახს აქვს ფრანგული სტილის აივანი, საიდანაც პანორამული ხედები იშლება. კომპლექსის პირველ სართულზე ბარისა და რესტორნის რამდენიმე სივრცეა, სადაც ადგილობრივი მესხური ტრადიციული კერძები არის წარმოდგენილი. „ახალციხე ინნ“-ში განთავსებულია სპა, აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნები, საბილიარდო, გასართობი ოთახები ბავშვებისთვის, ღია ვერანდა, საიდანას ულამაზესი მესხეთის ხედები იშლება.

ახალციხე, შ.რუსთაველის ქ.N124
1 სექტემბერი 2024
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე