ბათუმში მდებარე 5 ვარსკვლავიანი ბიზნეს კლასის სასტუმრო Best Western Premier Batumi არდის დაზღვეულებს ექსკლუზიური 20%-იანი ფასდაკლებით უმასპინძლებს კვირის ნებისმიერ დღეს ყველა კატგორიის ნომერზე.
ასევე ექსკლუზიურად, ღონისძიებათა დარბაზსა და მე-13 სართულზე მდებარე Emerald რესტორანში, რომლის ტერასიდან გადაშლილია ზღვის თვალწარმტაცი ხედები, გავრცელდება 20% ფასდაკლება,
სასტუმრო მოიცავს 101 ოთახს, დახურულ საცურაო აუზებს, ბიზნეს ცენტრს, შეხვედრების ოთახს, სამუშაო სივრცეს, ლაუნჯ ბარს.
ყველა ოთახს აქვს პერსონალური აივანი ხედებით ზღვასა და მთაზე. სასტუმრო გამოირჩევა საუკეთესო ადგილმდებარეობით და მაღალი ხარისხის მომსახურებით, სადაც თანამედროვე გარემო შესანიშნავად ერწყმის ქართულ სტუმართმოყვარეობას.