Park Hotel Tskaltubo - Balneological Resort
შეთავაზების შესახებ

წყალტუბოს ტყე-პარკის ტერიტორიაზე მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი "პარკ რეზორთ წყალტუბო", რომელიც მოიცავს რეგიონში წამყვან გამაჯანსაღებელ და სპა ცენტრ "ბი ჰელსის", სადაც უნიკალური რადონის წყლის სამკურნალო პროცედურები ტარდება, არდის დაზღვეულებს სპეციალურად მათთვის შემუშავებულ ექსკლუზიურ პაკეტებს სთავაზობს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის, რომელიც ასევე დადებითად მოქმედებს იმუნურ და ნერვულ სისტემაზე, კანის და გასტრო-ენტერალურ დაავადებებზე.

ექსკლუზიური შეთავაზება 40%-იანი ფასდაკლების ფარგლებში მოიცავს:

  • ექიმის კონსულტაციას
  • სამკურნალო პაკეტს ყოველდღიურად 
  • მინერალური რადონის წყლის აბაზანას 
  • 1 სახის ფიზიოთერაპოულ პროცედურას 
  • სხეულის 1 წერტილის მასაჟს 
  • ორჯერად კვებას
  1. სტანდარტული ოთახი - 1 სტუმარი - 160 ლარი 
  2. სტანდარტული ოთახი - 2 სტუმარი - 190 ლარი 
  3. დელუქს ოთახი აივნით - 1 სტუმარი - 180 ლარი 
  4. დელუქს ოთახი აივნით - 2 სტუმარი - 210 ლარი 
  5. სუპერიორ ოთახი  - 1 სტუმარი -  180 ლარი 
  6. სუპერიორ ოთახი  - 2 სტუმარი - 210 ლარი  
  7. სუპერიორ ოთახი - 3 სტუმარი - 240 ლარი 
  8. სუითი  ცალკე საძინებლითა და მისაღებით - 1 სტუმარი  250 ლარი 
  9. სუითი ცალკე საძინებლითა და მისაღებით - 2 სტუმარი - 270 ლარი 
  10. სუითი ცალკე საძინებლითა და მისაღებით - 3 სტუმარი - 300 ლარი 

* 6 წლამდე ბავშვები - უფასოდ

* 6-დან 12 წლამდე მოზარდები - 50%-იანი ფასდაკლებით

ბალნეოლოგიური კურორტის უნიკალურობას განსაზღვრავს რადონის წყალი, ცნობილი, როგორც „უკვდავების წყალი“. იგი გამოირჩევა ისეთი ფიზიო-ქიმიური თვისებებით, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არის და 60-მდე დაავადების: ძვალ-სახროვანი, კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური, უროლოგიური  და კანის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ გამოიყენება.  

შენობა, რომელსაც 100 წელზე დიდი ისტორია აქვს, ჩაფლულია 78 ჰექტარზე გადაჭიმული უიშვიათესი ასწლოვანი ხეებით გარშემორტყმულ ტყე-პარკში, რომელიც ერწყმის თანამედროვე ინტერიერს და სასიამოვნო ატმოსფეროს.

გარდა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისა, სასტუმროს უნიკალურ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკით, განიტვირთონ მშვიდ გარემოში და დაისვენონ ულამაზეს ბუნებასთან ჰარმონიაში. 

სასტუმროს შენობას გარს ერტყმის უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული, ყველა სეზონზე გამწვანებული ბაღი, ველო-პარკინგი რეკრეაციული, სარელაქსაციო ცენტრით,  საბავშვო ზონით და 6 სხვადასხვა კატეგორიის სრულად აღჭურვილი 60 ოთახით.  

წყალტუბო, რუსთაველის ქ.N1
4 მარტი 2025
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე