Nuage Clinique - კლინიკა ნუაჟი
შეთავაზების შესახებ

Nuage Clinique - კლინიკა ნუაჟი თანამედროვე ინოვაციური მეთოდოლოგიით და ტექნოლოგიით აღჭურვილი ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, ხარისხიანი მომსახურებით და კომფორტული ინტერიერით, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოში არსებული ულტრათანამედროვე აპარატურით და წამყვანი სპეციალისტებით, არდის დაზღვეულებს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სთავაზობს შემდეგ მოთხოვნად პროცედურებზე:

1. ფრანგული პრემიუმ ბრენდის Tala Spa -ს სხეულის მოვლის  პროცედურა - 50%-იანი ფასდაკლებით

  • 400-500 ლარის ნაცვლად 200-250 ლარი

სხეულის მოვლის პროცედურა მოიცავს ექსფოლიაციას, მკვდარი უკრედების მოცილებას, რის შემდეგაც ღრმად ხდება კანის დატენიანება. პროცედურის დროს გამოყენებული პროდუქტები ხელს უწყობს ტენიანობის ბალანსის აღდგენას და კანის გამკვრივებას. შესაბამისად, პროცედურა იდეალურია ერთგვაროვანი კანის სტრუქტურის მისაღებად.  

2. კრიოლიპოლიზი (ცხიმის მოყინვა) – 40%-იანი ფასდაკლებით

  • ერთი თავაკის გამოყენებით 550 ლარის ნაცვლად 330 ლარი
  • ორი თავაკის გამოყენებით 880 ლარის ნაცვლად 528 ლარი

Cooltech უახლესი ტექნოლოგიის ლოკალური ცხიმების დამშლელი პროცედურაა, რომელიც 8 გრადუსამდე ყინავს ცხიმოვან ნაკეცებს და იწვევს ცხიმოვანი უჯრედების განლევას.  აპარატის უპირატესობა სხვადასხვა ზომის თავაკებია, რომელიც საშუალებას იძლევა დამუშავდეს როგორც ფართო არეალი, ასევე კონკრეტული, მცირე ზონები. ცხიმის დაშლის პროცესი მე-15 დღიდან იწყება და 90 დღემდე გრძელდება. შედეგად დამუშავებული უბნის ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა 30-40%-ით მცირდება.

3. LPG პროცედურების პაკეტი (მოიცავს 10 პროცედურას ) - 30%-იანი ფასდაკლებით

  • 1950 ლარის ნაცვლად 1365 ლარი

LPG ენდერმოლოგია არის კანის მექანიკური სტიმულაციისა და უჯრედული მეტაბოლიზმის ბუნებრივი გააქტიურების არაინვაზიური და არააგრესიული მეთოდი ცხიმის უჯრედებთან საბრძოლველად. პროცედურა უზრუნველყოფს ქსოვილის ვაკუუმურ და მექანიკურ დამუშავებას. ასეთი ზემოქმედება გარდაიქმნება უჯრედულ სტიმულაციად და იწვევს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას. LPG ერთდროულად ამცირებს როგორც ცხიმის მოცულობას, ასევე აუმჯობესებს კანის ხარისხს. თითო პროცედურის ხანგრძლივობა 60 წუთია.

ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N4ა
18 მაისი 2025
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე