საქველმოქმედო კამპანია - აჩუქე დაზღვევა
შეთავაზების შესახებ

არდის წინასაახალწლო ტრადიციული კამპანია "აჩუქე დაზღვევა" დაბრუნდა მათთვის, ვისთვისაც სხვაზე ზრუნვა ჩვევად ქცეული პროცესია.

მიმდინარე წელს, კამპანია "აჩუქე დაზღვევა" საქველმოქმედო ხასიათის იქნება და კამპანიის ფარგლებში საჩუქრად შეძენილი თითოეული სადაზღვევო პოლისიდან ნაწილი თანხა გადაირიცხება www.happyeuyear.ge-ის პლატფორმაზე წარმოდგენილი მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად.

ქველმოქმედებაში თანამონაწილეობის და საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის სადაზღვევო პროდუქტების მიღმა, დამატებით სასაჩუქრე ნაკრებიც მოგიმზადეთ ჩვენს მეგობარ კომპანიებთან ერთად:

  1. Radisson Collection Tsinandali - 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
  2. Oktopus Fitness Club-ის ლისის ველნეს ფილიალში  - 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
  3. Ambassadori Goderdzi - 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
  4. Ambassadori Kachreti - 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
  5. დენტალ სპა - 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
  6. Anne Semonine Spa - Radisson Blu Iveria Hotel - 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი

* შეგიძლიათ შეარჩიოთ მაქსიმუმ ორი სასაჩუქრე ბარათი ჩამოთვლილთაგან.

კამპანია "აჩუქე დაზღვევა" ვრცელდება - ინდივიდუალური ჯანმრთელობის, ავტოდაზღვევის, ქონების და 1 წლის ვადით მოგზაურობის დაზღვევაზე როგორც ონლაინ შეძენისას, ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგი ინფორმაცია ელფოსტაზე: achuke@ardi.ge და ჩვენი სადაზღვევო მრჩეველები დაგეხმარებიან სასურველი სასაჩუქრე პოლისის შეძენაში:

  • თქვენი სახელი, გვარი
  • საკონტაქტო ტელეფონი
  • სადაზღვევო პროდუქტი

#აჩუქედაზღვევა #ზრუნვით #სიყვარულით #happyeuyear
​​​​​​

ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. N3
14 იანვარი 2025
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე