G G R C ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
შეთავაზების შესახებ

გრძელდება თანამშრომლობა რეპროდუქციული მედიცინის დარგში წამყვან GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი-სთან, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთი წლით არდის დაზღვეულები ისარგებლებენ   ექსკლუზიური პირობებით და სპეციალური ფასებით:

  • 55%-იანი ფასდაკლებით ინვიტროს ინდივიდუალურ პროცედურებზე
  • 20%-იანი სპეციალური ფასდაკლებით ანალიზებზე
  • ჰისტეროსკოპია 1200 ლარის ნაცვლად 850 ლარი.

გარდა ამისა, დამატებითი ბენეფიტი - პირველი  კონსულტაცია და ექოსკოპიური კვლევა უფასოდ კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურასთან დაკავშირებით, ასევე კრიოპრეზერვაციისთვის აუცილებელი პროტოკოლის მედიკამენტების დაფინანსებას კლინიკა სრულად უზრუნველყოფს.

კლინიკაში დაგხვდებიან დიდი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების ხანგრძლივი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიით, ყველაზე თანამედროვე აპარატურით, საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალთა გუნდით, გერმანული სიზუსტითა და ქართული კეთილგანწყობით.

სასიხარულოა, რომ 2019  წლიდან თანამშრომლობის ფარგლებში, არდის დაზღვეული პაციენტების 55%, რომლებმაც მიმართეს კლინიკას - გახდა დედა როგორც ადგილზე მკურნალობის შედეგად დამდგარი ბუნებრივი ორსულობით, ასევე ინ ვიტრო პროცედურით.

ქ.თბილისი, ვ.ბარნოვის ქ.N51გ
3 მარტი 2026
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე