Park Hotel Tskaltubo - Balneological Resort
შეთავაზების შესახებ

წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო @Park Resort Tskaltubo, რომელიც მოიცავს რეგიონში საუკეთესო ბალნეოლოგიურ და სპა ცენტრ ,,Be Healthy”-ს, სადაც უნიკალური რადონის წყლის სამკურნალო პროცედურები ტარდება, არდის დაზღვეულებს სპეციალურად მათთვის შემუშავებულ ექსკლუზიურ პაკეტებს სთავაზობს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის, ასევე, დადებითად მოქმედებს იმუნურ და ნერვულ სისტემაზე, კანის და გასტრო-ენტერალურ დაავადებებზე.

ექსკლუზიური შეთავაზება 40%-იანი ფასდაკლების ფარგლებში მოიცავს:

  • სასტუმროში განთავსებას
  • ორჯერად კვებას (საუზმე, სადილი)
  • ექიმის კონსულტაციას
  • სამკურნალო გამაჯანსაღებელ პროცედურებს ყოველდღიურად, რომელიც მოიცავს: მინერალურ რადონის წყლის აბაზანას, 1 სახის ფიზიოთერაპოულ პროცედურას, სხეულის 1 წერტილის სამკურნალო მასაჟს.

აქვე გაეცანით ფასებს:

  1. სტანდარტული ოთახი - 1 სტუმარი - 180 ლარი 
  2. სტანდარტული ოთახი - 2 სტუმარი - 210 ლარი 
  3. სტანდარტული ოთახი - 3 სტუმარი - 280 ლარი
  4. დელუქს ოთახი აივნით - 1 სტუმარი -  200 ლარი 
  5. დელუქს ოთახი აივნით - 2 სტუმარი - 220 ლარი 
  6. სუითი  ცალკე საძინებლითა და მისაღებით - 1 სტუმარი  260 ლარი 
  7. სუითი ცალკე საძინებლითა და მისაღებით - 2 სტუმარი - 280 ლარი
  8. სუითი ცალკე საძინებლითა და მისაღებით - 3 სტუმარი - 310 ლარი 

ბალნეოლოგიური კურორტის უნიკალურობას განსაზღვრავს რადონის წყალი, ცნობილი, როგორც „უკვდავების წყალი“. იგი გამოირჩევა უნიკალური ფიზიო-ქიმიური თვისებებით და 60-მდე დაავადებას უმკლავდება. განსაკუთრებით ძვალ-სახროვან, კუნთოვან, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ  და კანის დაავადებებს. 

სასტუმროს შენობა, რომელსაც 100 წელზე დიდი ისტორია აქვს,  ჩაფლულია 78 ჰექტარზე გადაჭიმული უიშვიათესი ასწლოვანი ხეებით გარშემორტყმულ ტყე-პარკში, რომელიც ერწყმის დახვეწილ ინტერიერს და სასიამოვნო ატმოსფეროს.

 

შეთავაზება ძალაშია 3 და მეტი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში.

 

 

 

 

 

 

წყალტუბო, რუსთავლიეს ქ.N1
1 მარტი 2026
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე