კიკეთის ფერმა • Kiketi Farm
შეთავაზების შესახებ

კიკეთის ფერმა - Kiketi Farm მულტიფუნქციური, სარეკრეაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც თავის უნიკალურ გარემოში არდის დაზღვეულებს მრავალფეროვან განტვირთვის შესაძლებლობას სთავაზობს პრივილეგირებული ექსკლუზიური 20%-იანი ფასდაკლებით ფერმაში წარმოდგენილ სასტუმროებზე. თითოეული სასტუმრო აშენებულია ეკომეგობრული მასალით, მორგებულია რელიეფს, ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტსა და ბუნებას. სასტუმროებს გამოარჩევს ტბებთან და ჩანჩქერებთან სიახლოვე. აქ შეხვდებით საზღვაო კონტეინერებისგან შექმნილ სასტუმროს, აპარტამენტის ტიპის სასტუმრო ნომრებს, ხეზე სახლებს, ხის კოტეჯსა და XIX საუკუნის ქართულ ტრადიციულ ოდა სახლებს. სასტუმროების მრავალფეროვნება და ინდივიდუალური სტილი საშუალებას იძლევა სტუმრებმა იპოვონ მათთვის იდეალური ადგილი დასასვენებლად. 

კიკეთის ფერმა თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1 100 მეტრზე, ქმნის ახალ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა თანაარსებობს, სადაც ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე სტუმრისთვის ერთდროულადაა შესაძლებელი დასვენება, ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღება, გართობა და შემეცნება, ქვეყნის ბიომრავალფეროვნების გაცნობა. 

შეთავაზება მოქმედებს ყოველდღე, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით.

დასაჯავშნად მიმართეთ მისამართზე: HOTELS@KIKETI.FARM, ან დაუკავშირდით ნომერზე: +995 511 299 994

კიკეთი, 9 ძმა ხერხეულიძის ქ.N28
1 მარტი 2026
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე