Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection
შეთავაზების შესახებ

არდის დაზღვეულები Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ში ექსკლუზიური 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

  • სტანდარტული ერთადგილიანი ნომერი საუზმისა და დღგ-ს ჩათვლით 100$ (203$-ის ნაცვლად);
  • სტანდარტული ორადგილიანი ნომერი საუზმისა და დღგ-ს ჩათვლით 126$ (229$-ის ნაცვლად)

პარაგრაფ შეკვეთილი, Autograph Collection, Marriot International-ის ბრენდის სასტუმროა. გამორჩეული კურორტი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, სადაც თანამედროვე დიზაინი და ბუნება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ფიჭვნარში მდებარე, ზღვის ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო დამსვენებლებს სრულყოფილ განტვირთვას სთავაზობს. აქ თითოეული ნომერი საგულდაგულოდ არის შექმნილი, მსოფლიო დონის სპა კომპლექსი, შიდა და გარე აუზები, რესტორნები, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო სამზარეულოა წარმოდგენილი. ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სანახაობა, რომელიც სტუმრებს შემოსვლისთანავე ხვდებათ, შთამბეჭდავი 360 გრადუსიანი აკვარიუმია, სადაც ზღვის სამყაროს განსხვავებული და ულამაზესი თევზის სახეობები ბინადრობენ. ყველა ასაკის ადამიანისთვის გამორჩეული თავშესაქცევი სასტუმროს აკვაპარკია, წყლის სასრიალოები, ღია და დახურული აუზები, რომლებიც გაფილტრული ზღვის წყლით არის შევსებული. სეზონურად წყალი ინარჩუნებს თბილ ტემპერატურას. სასტუმროს არქიტექტურა და ინტერიერი შთაგონებულია გარემოს რიტმითა და ინდივიდუალიზმით. აქ ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ სტუმარს შეუქმნას დაუვიწყარი გამოცდილება.

შეთავაზება ძალაშია კვირის ნებისმიერ დღეს შაბათ-კვირის გარდა.

შეკვეთილი
1 მარტი 2026
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე