თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი • Tbilisi Balneological SPA Resort
შეთავაზების შესახებ

თბილისის ძველ უბანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისი–SPA" არდის დაზღვეულებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს მთელ რიგ პროცედურებზე:

  • ლაბორატორიული კვლევები: 10%
  • ინსტრუმენტულზე: 15%
  • ექიმის კონსულტაცია: 10%
  • ფიზიო პროცედურები: 20%
  • ბალნეო / სპა პროცედურები: 10%
  • კოსმეტოლოგია: 10%

ექსკლუზიურად:

  1. გოგირდის ინდივიდუალური აბაზანა: 50%
  2. სპა კაფსულა: 50%

ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებლებს მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს:

  • პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციებს;
  • გამაჯანსაღებელ პროცედურებს;
  • სარეაბილიტაციო პროცედურებს;
  • სარელაქსაციო პროცედურებს

მკურნალობის სახეობები: გოგირდის უნიკალური მინერალური წყლის აბაზანები, შესხურება, ჰიდროთერაპია; ტალახის აბაზანები, აპლიკაციები, წყალქვეშა და მშრალი დაჭიმვის პროცედურები; მასაჟები, მათ შორის, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის; პასიური კლიმატოთერაპია. კურორტზე გამოიყენება ახტალისა და კუმისის სამკურნალო ტალახები.

სამკურნალო ჩვენებები: სახსრების ქრონიკული დაავადებები (რევმატული, ინფექციური, ტრავმული, ენდოკრინული), გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები, ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები, სხვადასახვა წარმოშობის კუნთების, მყესების ანთება. 

ქ.თბილისი, ვ.გორგასლის ქ.N9
2 თებერვალი 2027
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე