G G R C ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
შეთავაზების შესახებ

გრძელდება თანამშრომლობა რეპროდუქციული მედიცინის დარგში წამყვან ქართულ-გერმანულ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრთან - GGRC, რომლის ფარგლებშიც არდის დაზღვეულები კიდევ ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ ექსკლუზიური პირობებითა და სპეციალური ფასებით:

• ინ ვიტრო ინდივიდუალურ პროცედურები -  55%-იანი ფასდაკლება
• ანალიზები - 20%-იანი  ფასდაკლება
• ჰისტეროსკოპია - 1200 ლარის ნაცვლად 850 ლარად

გარდა ამისა, დამატებითი ბენეფიტის სახით, კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურასთან დაკავშირებით პირველი კონსულტაცია და ექოსკოპიური კვლევა უფასოა. ასევე, კრიოპრეზერვაციისთვის აუცილებელი პროტოკოლით განსაზღვრული მედიკამენტების დაფინანსებას კლინიკა სრულად უზრუნველყოფს.

კლინიკაში დაგხვდებათ დიდი პროფესიული გამოცდილების მქონე გუნდი, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიებით, თანამედროვე აპარატურით, საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალებით, გერმანული სიზუსტითა და ქართული კეთილგანწყობით.

სასიხარულოა, რომ 2019 წლიდან თანამშრომლობის ფარგლებში, არდის დაზღვეული პაციენტების 62%, რომლებმაც კლინიკას მიმართეს, გახდნენ დედები -  როგორც ადგილზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად დამდგარი ბუნებრივი ორსულობით, ასევე ინ ვიტრო პროცედურის საშუალებით.

ქ.თბილისი, ვ.ბარნოვის ქ.N51გ
3 March 2027
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე