RUMA - Mental Well-being & Personal Growth
შეთავაზების შესახებ

არდის დაზღვეულები მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში RUMA ექსკლუზიური 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. 1-საათიანი ინდივიდუალური სესიის (სტანდარტული ღირებულება – 100 ლარი) ღირებულება შეადგენს 50 ლარს. RUMA მენტალური კეთილდღეობისა და პიროვნული ზრდის სივრცეა, სადაც პროფესიონალი ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები ადამიანებს ეხმარებიან საკუთარი ემოციების, გამოცდილებებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების უკეთ გააზრებასა და მართვაში.

RUMA-ში შეგიძლიათ მიიღოთ პროფესიული მხარდაჭერა და იმუშაოთ შემდეგ თემებზე:

  • სტრესი და შფოთვა
  • ემოციური გადაღლა, სტრესი და პროფესიული გადაწვა (Burnout)
  • გადაჭარბებული ფიქრები (Overthinking), შფოთვა და შინაგანი დაძაბულობა
  • პროკრასტინაცია (მუდმივი გადადება) და მოტივაციის შემცირება
  • თვითშეფასებასთან და შინაგან კრიტიკასთან დაკავშირებული სირთულეები
  • ტოქსიკური ურთიერთობები და პირადი საზღვრების დაცვა
  • ურთიერთობებთან დაკავშირებული გამოწვევები
  • ტრავმული გამოცდილებების გადამუშავება
  • ემოციების მართვის სირთულეები
  • პანიკური შეტევები და შიშები
  • მარტოობის, სიცარიელის ან დაუკმაყოფილებლობის განცდა
  • ცხოვრებისეული ცვლილებებთან ადაპტაცია
  • პიროვნული ზრდა და თვითშემეცნება
  • მშობლების კონსულტირება და ბავშვებთან დაკავშირებული სირთულეების მხარდაჭერა
  • შინაგანი რესურსების გააქტიურება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

RUMA-ს სივრცე მოიცავს ზრდასრულთა, ბავშვებისა და მოზარდების ინდივიდუალურ კონსულტაციებს, წყვილებისა და ოჯახებისთვის განკუთვნილ მხარდაჭერას, ასევე სხვადასხვა თემატურ ჯგუფურ პროგრამებს.

მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ.

ვაჟა-ფშაველას შესახვევი III, შენობა V
31 December 2026
გაქვს კითხვები? დაგვეკონტაქტე