გამარჯობა

დასაწყისიდანვე უფრო მეტის შექმნა მინდოდა, ვიდრე თითქოს არსებული გარემო ითხოვდა. ვიცი, რომ სამყაროს იდეალურს ვერ გავხდი, მაგრამ მჯერა, რომ ყოველთვის შეიძლება იდეალის დასახვა და მისკენ სვლა, და ეს გზა უსასრულოა. ეს მინდა ჩემთვის, მეგობრებისთვის, თანამოაზრეებისთვის, ქვეყნისთვის და ქვეყნიერებისთვის.

მე ვარ ადამიანი და, ამიტომაც, მიყვარს სხვა ადამიანიც: ისინი, ვინც ჩემი ოცნებებით ოცნებობენ, ჩემი სჯერათ, ჩემი გულისთვის შრომობენ, იციან, რომ მათ უკან ვდგავარ და ამიტომ ჩემს სახელსა და მომავალზე ზრუნავენ; ისინი, ვინც მენდობიან, ჩემი წარმატება, სიახლეები და განვითარების წყურვილი უხარიათ. ადამიანურობა არჩევანია და არა უალტერნატივობა.

მე ვარ არდი!

ჩვენი მიზნები

ჩვენ ვქმნით იმაზე მეტს, ვიდრე დათვლადია – თანადგომას. დაზღვევა თითოეული მომხმარებლის, მოსახლეობისა და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერაა, და პასუხისმგებლობაც დიდია. და არდის მომხმარებელიც არდელია. ჩვენ ვქმნით სერვისს – არა მხოლოდ ფონდებს, არამედ პირველ რიგში სწორ პროცესებს, რომლებითაც მომხმარებლებს მათი რისკების მართვაში ვეხმარებით. სერვისი პირველ რიგში სადაზღვევო რჩევები და რისკების მართვაა. რისკები რეალურია, ხოლო მათი მართვა – შესაძლებელი. არ არსებობს გადაულახავი გამოწვევა და კრიზისი, თუკი რისკი გაცნობიერებული გაქვს და მომზადებული ხარ. პროდუქტი სერვისის მხოლოდ ნაწილია. პროდუქტი დაპირებაა, ხოლო სერვისი ამ დაპირების შესრულება.

სერვისი პროდუქტის პასუხისმგებლიანი გააზრება და სწორი მართვაა, სამართლიანად და სიმარტივით. ამაში თითოეულ არდელს შეაქვს წვლილი, რის გამოც არდის სერვისი განუმეორებელია, რადგან თითოეული არდელი, მისი ხასიათი და ადამიანობაა განუმეორებელი. განვითარება დაუსრულებელი პროცესია. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს. შესაძლებლობებს, რომ სერვისი იყოს მარტივად გასაგები და მისაღები არდისთან ნებისმიერი ურთიერთობისას, მომხმარებელი ადვილად იგებდეს ლოგიკას, მისი დროის ხარჯვა მინიმალური იყოს. შესაძლებლობების დანახვა და გამოყენება, რესურსების ეფექტიანად მართვა ამოცანაა, მაგრამ მთავარი რესურსები მაინც ადამიანი და დროა.

საზოგადოებრივი აქტიურობა

არდის მთავარი ძალა კმაყოფილი მომხმარებელი და საზოგადოებრივად სასარგებლო აქტიურობაა. მასშტაბები და ცნობადობა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს, რომ გავაანალიზო საზოგადო გამოწვევები და საზოგადოებასთან ერთად შევიტანო წვლილი მათ გადალახვაში. ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ. ჩვენც ის გვტკივა და ჩვენც იმაზე ვოცნებობთ, რაც და რაზედაც საზოგადოება როგორც მთლიანი. და გვაქვს რესურსი და შანსი, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში წვლილი შევიტანოთ.

ჩვენ ვახერხებთ საზოგადო, მასშტაბური გამოწვევების დანახვას, გაანალიზებასა და მათი გადალახვის გზების სახალხოდ ძებნას. ჩვენ ვეძებთ ჯანმრთელი პარტნიორობის რესურსებს, რადგან თანამოაზრეებთან ერთად ყველა ძლიერდება. ჩვენ ღია ვართ. ჩვენი მიღწევებიც ღიაა. არდი მწვანეა. არა მხოლოდ მისი ლოგოტიპის ვიზუალით, არამედ მისი ცხოვრების წესით. ეკოლოგია მხოლოდ შესაფუთი მასალა არაა და ვცდილობთ, რომ აღვზარდოთ ეკო-ცნობიერება ჩვენში და ჩვენს პოლისებშიც. უახლოეს მომავალში ჩვენი ქაღალდი ციფრული იქნება, ხოლო ხე - უფრო მეტი და ჩვენი დარგულიც.

ჩვენი სიძლიერე ცოდნა, ინოვაციურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და მოქმედებაა, და გვიხარია, თუ ჩვენ წილად განვითარება შედეგს მრავალს მოუტანს, ისევე როგორც ჩვენც ვიყენებთ სხვების მიღწევებს, მაგრამ არ ვკარგავთ ჩვენს ინდივიდუალობას.

ჩვენ, არდი და არდელები, ინსტიტუციური საზოგადოება ვართ. ხოლო არდი არის ისეთი, როგორებიც არდელები ცალ-ცალკე და ერთად.