წესები და პირობები
წესები და პირობები
ეს ვებ-გვერდი არის არდის საკუთრება. მისი გამოყენება რეგულირდება არდის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
ტერმინები „სადაზღვევო კომპანია", „კომპანია“ „ჩვენ", „არდი“ გულისხმობს სს „არდი დაზღვევას“ (სკ: 404858631, მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N3), ხოლო ტერმინი „თქვენ", „დაზღვეული“, „მომხმარებელი“ გულისხმობს ადამიანს, კომპანიას, ორგანიზაციულ ერთეულს, რომელიც იყენებს ამ ვებ-გვერდს: www.ardi.ge
ვებ-გვერდზე მითითებული კონკრეტული პროდუქტი/მომსახურება რეგულირდება სპეციალური სადაზღვევო პროგრამით/ხელშეკრულებით.
საკონტაქტო ინფორმაცია
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ წესებსა და პირობებს. თუ მათ არ ეთანხმებით ან რამე რჩევა გაქვთ (მათ შორის, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით), გთხოვთ, ამის თაობაზე შეგვატყობინოთ ელფოსტაზე: quality@ardi.ge
ვებ-გვერდის გამოყენება
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. არდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ამ ინფორმაციის, ასევე ვებ-გვერდის სტრუქტურის, გამოსახულების ან დიზაინის გავრცელება, გადაცემა, ასლის დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის, სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის.
დაუშვებელია ვებ-გვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (მათ შორის, არარსებული დასახელებით და კოდით). იქ, სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ ნაცვლად სხვა პირის მიერ.
შესაძლებელია, რომ ვებ-გვერდის რომელიმე კონკრეტული გვერდი ამ წესებისა და პირობებისაგან განსხვავებულ წესებს შეიცავდეს.
კომპანიის ვებ-გვერდის (მათ შორის, ბლოგის ან ფორუმების) გამოყენებისას დაუშვებელია უკანონო/თაღლითური ქმედება, დისკრიმინაციული, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი ან სხვა იმგვარი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს კანონმდებლობას ან/და ზიანს აყენებდეს კომპანიის საქმიან რეპუტაციას.
ასევე დაუშვებელია ვებ-გვერდისთვის ტექნიკური, პროგრამული ზიანის მიყენება.
ვებ-გვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართაობა თქვენი რისკია.
თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდა ტექნიკური შეფერხების ან ჩვენგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზით, არდი არ არის პასუხისმგებელი ამ ვითარებასა ან დამდგარ შედეგზე.
ინტელექტუალური საკუთრება
ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება არდის საავტორო უფლება. არდის ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე ჩვენ მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე (მათ შორის, კომაპნიის საფირმო სახელწოდებასა და კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე).
აკრძალულია ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, არდის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის, სოცმედიაში) კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. არდის თანხმობა არ არის საჭირო, თუ ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარების, საგანმანათლებლო ან საინფორმაციო მიზნებისთვის.
ჩვენს ვებ-გვერდზე მითითებული სხვა ადამიანთა და ორგანიზაციათა სახელები, ბმულები, სასაქონლო ნიშნები, ლოგოები ეკუთვნით შესაბამის პირებს.
კონფიდენციალურობის დაცვა
არდი უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
არდი მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით და იმ მოცულობით, რაც საჭიროა სადაზღვევო მომსახურების ეფექტიანად გასაწევად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიისგან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.
არდის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაცია გადაიცემა თქვენი წინასწარი თანხმობით ან კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ჩვენთან არსებული ინფორმაციის სიზუსტეს და მის განახლებას. ასევე უზრუნველვყოფთ პერსონალურ მონაცემთა ისეთ უსაფრთხოებას, რაც იცავს მას არასანქცირებული ხელყოფისგან.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან მონაცემები მუშავდება კანონმდებლობის გათვალისწინებით და მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც მას გადმოგვცემთ. ამასთან, ჩვენი თანამშრომლები და კონტრაქტორები, რომელთაც კომპეტენციის ფარგლებში წვდომა აქვთ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შებოჭილნი არიან პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურად შენახვისა და არასანქცირებული წვდომის აღკვეთის ვალდებულებით. გარდა ამისა, კომპანიაში სპეციალურ პროგრამაზე არსებული წვდომის სისტემა ყოველი თანამშრომლისთვის უზრუნველყოფს ინფორმაციაზე დაშვებას მხოლოდ მისთვის დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში.
უშალოდ თქვენი სადაზღვევო შემთხვევის მომსახურების პროცესში თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლებელია გადაეცეს: სერვისის მიმწოდებლებს (სამედიცინო დაწესებულებები, ფარმაცევტული ქსელები, სტომატოლოგიური კლინიკები, კონტრაქტორი ავტოსახელოსნოები, ავტოსამრეცხაოები, საერთაშორისო ასისტანსი, გადამზღვეველი ორგანიზაციები) იდენტიფიკაციის, მომსახურების გაწევისა ან/და ანგარიშსწორების მიზნით.
არდი იტოვებს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროდადრო შეიტანოს ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში.
ვებ-გვერდის სტუმრობისას თქვენ მიერ დატოვებული „ელექტრონული ნაკვალევი" შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სტატისტიკის საწარმოებლად ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ინფორმაციის სიზუსტე
არდი პასუხისმგებელია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეზე მხოლოდ იმ მოცულობით და კონტექსტით, როგორც ის არის განთავსებული ვებ-გვერდზე. მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა, მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ მომხმარებელთა მიერ ამ ინფორმაციის გამოყენებით, ანალიზით, გადამუშავებით ეს სიზუსტე შენარჩუნდება, რაც სრულად მომხმარებლის პირადი რისკია. შესაბამისად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ შედეგზე.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
არდი არ აგებს პასუხს ვებ-გვერდის გამოყენებით გამოწვეულ რამე ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, კომპიუტერული ვირუსის ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.
არდი არ აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები თქვენთვის ხელმისაწვდომი არაა.
მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია
ეს წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
შესაძლო დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მეშვეობით.
კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.