.jpg)
2 მლნ აშშ დოლარის საერთაშორისო ინვესტიცია არდიში
სადაზღვევო კომპანია არდიმ მულტინაციონალურ საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-თან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის შედეგად Gazelle Finance არდის სტრატეგიული აქციონერი გახდა. საინვესტიციო პაკეტის მოცულობა 2 მილიონ აშშ დოლარამდეა, რაც თავის მხრივ, კომპანიის კიდევ უფრო მეტ განვითარებას, გაუმჯობესებულ მომსახურებას და მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს.

არდის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი ყავს
ჩვენს გუნდს ბატონი ვოლფგანგ ვანდი - არდის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი მოადგილის სტატუსით შემოუერთდა. ვოლფგანგ ვანდი 2008-2012 წლებში მსოფლიოს უდიდეს სადაზღვევო კომპანია Allianz SE-ს აღმასრულებელი ბორდის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა და ახორციელებდა კომპანიის რეგიონულ მართვას ევრაზიის ქვეყნებში. მანამდე, 6 წლის მანძილზე აღმასრულებელი დირექტორის რანგში ხელმძღვანელობდა ESG - European Specialty Reinsurance Group - Standard & Poors-ის მიხედვით A- რეიტინგის მქონე ყველაზე მსხვილ სადაზღვევო პულს ჯანდაცვის, უბედური შემთხვევისა და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით.
.jpg)
არდი კვლავ ჩემპიონების მზღვეველია
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გვეამაყება, რომ ქართული ფარიკაობის ისტორიაში სანდრომ საუკეთესო შედეგი აჩვენა მსოფლიოს. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ.

Guven Hospital International - არდის ექსკლუზიური პარტნიორია
არდის საერთაშორისო სერვისების სამსახური ARDI Global კვლავ გაფართოვდა, ამჯერად ჩვენს ქსელს თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კლინიკა Guven Hospital International დაემატა. უკვე ჩვენს დაზღვეულებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო მეორე სამედიცინო აზრით დისტანციურად (Second Medical Opinion), ხოლო მკურნალობის ანკარაში გაგრძელების შემთხვევაში ექსკლუზიური 25%-იანი ფასდაკლებით.

არდი სადაზღვევო ინდუსტრიის N1 ოქროს ბრენდის მფლობელია
2000-ზე მეტ გამოკითხულ ექსპერტს შორის, არდი სადაზღვევო ინდუსტრიის N1 ოქროს ბრენდის მფლობელად დასახელდა. ორგანიზატორების - Global Idea-ს და The FINANCIAL-ს დამსახურებით უკვე 16 წელია ოქროს ბრენდის ღირებულება შეუფასებელია თითოეული ბიზნესისთვის საქართველოში. ეს საპატიო სტატუსი კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი დაზღვეულების, პარტნიორების და არდელების მიმართ.

არდის დროშა მაკალუზე
ქართული ალპინიზმის ტრადიციულმა მხარდამჭერმა არდიმ, კვლავ გაუწია მეგზურობა საამაყო ქართველ მთასვლელებს გიორგი ტეფნაძესა და არჩილ ბადრიაშვილს ჰიმალაის ერთ-ერთი რთულად დასაპყრობი მწვერვალის - მაკალუსკენ მიმავალ გზაზე. ამ მხარდაჭერის აღსანიშნავად, არდის დროშა კვლავ აფრიალდა, ამჯერად მაკალუს შთამბეჭდავ მწვერვალზე.

არდის საკუთარი დამწერლობა აქვს
არდის უკვე საკუთარი დამწერლობა აქვს. ფონტი ARDI -ის შექმნაზე გრაფიკოსმა დიზაინერმა დავით ხარაშვილმა იმუშავა. დღეიდან, თითოეული არდის პოლისი, ხელშეკრულება თუ წერილი უნიკალური ქართული ტიპოგრაფიით იქნება შედგენილი.

მომსახურების ახალი კონცეფცია - არდი Plus
ჩვენი იმ დაზღვეულებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით შეზღუდულნი არიან დროში, გადავწყვიტეთ მომსახურების სრულიად ახლებური ხედვა შეგვეთავაზებინა, რომელიც იქნებოდა კიდევ უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ არდი.
ამიტომ, შევქმენით კონცეფცია არდი Plus მომსახურების ახალი სივრცით კლინიკა რეიმანის ბაზაზე, სადაც ერთმანეთთან ჰარმონიულად გავაერთიანეთ სამედიცინო და სასტუმროს ტიპის მომსახურება.

ახალი კონცეფციის დაზღვევის სახლი ბათუმში
ულამაზესი ბათუმი კიდევ უფრო დაამშვენა ჩვენი ახალი კონცეფციის, ზურმუხტისფერმა დაზღვევის სახლმა. სახლი, სადაც მთავარი საზრუნავი კომფორტულ გარემოსთან ერთად, ჩვენი აჭარელი დაზღვეულების საუკეთესო მომსახურებაა.
.jpg)
ახალი კონცეფციის დაზღვევის სახლი ფოთში
ფოთს, საქართველოს უძველეს საპორტო ქალაქს, ახალი კონცეფციის დაზღვევის სახლი შევმატეთ. კიდევ უფრო გამარტივებული და სასიამოვნო კომუნიკაცია ჩვენს დაზღვეულებთან ამჯერად უკვე ფოთსა და სამეგრელოშიც.

პირველი დაზღვეული ხმა საქართველოში
არდი აგრძელებს ტალანტების დაზღვევის ინოვაციურ პროექტს. სიამაყით გვინდა წარმოგიდგინოთ პირველი დაზღვეული ხმა საქართველოში - ანსამბლი შვიდკაცა, რომლის თითოეული წევრის უნიკალური ხმა ტალანტის დაზღვევის უნიკალური პოლისით იქნა დაზღვეული.
.jpg)
10 წლის იუბილეს ახალი ლოგოთი და იდენტობით შევხვდით
რებრენდინგის მიზანი იყო იმ ახალი სტრატეგიის ვიზუალიზაცია, რომელიც დავისახეთ 2020 წელს და მომავალი წლების განმავლობაშიც. ეს მიზნებია - ჩვენი სერვისების კიდევ უფრო დახვეწა, გამარტივება და მაქსიმალურად გაციფრულება იმისათვის, რომ დაზღვეულებზე მეტად გავუფრთხილდეთ მათთვის ყველაზე შეზღუდულ რესურსს – მათ დროს.

არდი ჩემპიონების მზღვეველია
ალპინიზმთან ერთად, არდი აქტიური გულშემატკივარია ასევე სპორტის შემდეგი ორი სახეობის - ძიუდოს და მკლავჭიდის. ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველოს ძიუდოს ფალავანმა გურამ თუშიშვილმა და მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, მსოფლიოს ჩემპიონობა სწორედ არდის ბრენდირებული კიმონოთი და სამკლაურით მოიპოვეს.

ეკო-მეგობრული ნაბიჯი - Ecard
შევუერთდით USAID-ის მიერ დაწყებულ აქტიურ ეკო-კამპანიას #SayNoToPlastic და პირველებმა ვთქვით უარი ჯანმრთელობის დაზღვევის პლასტიკური ბარათის მოხმარებაზე. სანაცვლოდ, შევქმენით მარტივი და მოსახერხებელი ელექტრონული პორტალი - ecard.ardi.ge, სადაც ჩვენს დაზღვეულებს შეუძლიათ ნახონ როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების ელექტრონული ბარათები, ჩამოტვირთონ და შეინახონ ტელეფონში/პირად კომპიუტერში შემდგომი საჭიროებებისათვის.

America's Got Talent -ის ფინალისტების ვიდეო რგოლი არდისთვის
ჩრდილების ცეკვის ამერიკულმა დასმა THE SILHOUETTES ®-მა, მათი ხელმძღვანელის ლაიან ვაგნერ-პათონის ხელმძღვანელობით, სრულად დისტანციურად, შექმნეს შთამბეჭდავი კომერციული ვიდეო რგოლი სპეციალურად არდისთვის. ეს იყო უნიკალური გამოცდილება. THE SILHOUETTES ® 2014 წლის America's Got Talent-ის გამარჯვებულები არიან და დიდი პოპულარობით სარგებლობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
იხილეთ ვიდეო რგოლის მზადების პროცესი
იხილეთ ვიდეო რგოლი

სუხიშვილების გენია დაზღვეულია
პირველად საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში ტალანტის დაზღვევა განხორციელდა. ამ მოვლენისთვის დამზადებული ოქროს პერგამენტიანი სადაზღვევო პოლისი, სადაზღვევო ლიმიტით 1 მილიონი ლარი, ნაციონალური ბალეტის შენობაში განსაკუთრებულ ადგილას განთავსდა. ვთვლით, რომ ამ ნოვატორული პრეცენდენტით, არდი, შექმნის ახალ ისტორიას თანამედროვე სადაზღვევო ინდუსტრიაში.

ACIBADEM - არდის ექსკლუზიური პარტნიორია
არდის საერთაშორისო სერვისების სამსახური ARDI Global კიდევ უფრო გაფართოვდა და ჩვენს ქსელს თურქეთის წამყვანი ჰოსპიტლების ქსელი - ACIBADEM Healthcare Group დაემატა 14 ამბულატორიული კლინიკით და ჰოსპიტალით თურქეთში, ბულგარეთსა და ნიდერლანდებში.

დაზღვევის სახლი უკვე ქუთაისშიც
ულამაზეს ქუთაისს, მასავით კოპწია დაზღვევის სახლი შევმატეთ. ისტორიული არქიტექტურის მქონე პუშკინის ქუჩის 6 ნომერში, ჩვენს დაზღვეულებს კვალიფიციური, ყურადღებიანი და მზრუნველი არდელებით დაკომპლექტებულ დაზღვევის სახლში გავუწევთ მომსახურებას უცვლელი პრინციპით - ყველა ტიპის და საუკეთესო სადაზღვევო მომსახურება ერთ სივრცეში.

არდის დროშა ჰიმალაიზე
კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, არდიში მიზნად დავისახეთ საქართველოსთვის მეტად ორგანული და ავთენტური სპორტის - ალპინიზმის მხარდაჭერა. ამ კამპანიის ფარგლებში, გვერდით დავუდექით ახალგაზრდა ქართველ მთასვლელებს, რომლებმაც არაერთ ექსპედიციაზე გვასახელეს. მადლობის ნიშნად, არდის დროშა უკვე აფრიალდა - ჰიმალაის, ორთავიანი უშბის, ტიანშანის და ნანგა-პარბატის მწვერვალებზე.

არდის დაზღვევის სახლი თელავში
გავხსენით მულტიფუნქციური დაზღვევის სახლი კახეთის გულში - ქალაქ თელავში. ეს სახლი მოემსახურება კახეთის მასშტაბით ყველა ჩვენს დაზღვეულს, განსაკუთრებული აქცენტირებით აგროდაზღვევის მიმართულებაზე.

ANADOLU - არდის ექსკლუზიური პარტნიორია
პირველებმა გავაფორმეთ თანამშრომლობის ექსკლუზიური ხელშეკრულება ქართულ სადაზღვევო კომპანიასა და თურქეთის N1 კლინიკა ANADOLU Medical Center-ს შორის. ANADOLU აფილირებულია ამერიკულ John Hopkins International-ის ჯგუფთან, რაც უპირობოდ მაღალი ხარისხის გარანტიაა. არდის დაზღვეულები სამედიცინო მომსახურებას ჩვენი თანადაფინანსებით და სრულიად უფასო ორგანიზებით, არდის საერთაშორისო სერვისების სამსახურის - ARDI Global-ის მიერ მიიღებენ.
.jpg)
პირველი დაზღვევის სახლი თბილისში
გავხსენით კონცეპტუალურად ახალი სერვისცენტრი, სადაც მეტი მოქნილობისთვის და კომფორტისთვის ყველა სახის სადაზღვევო მომსახურება ერთ სივრცეში გავაერთიანეთ. კონცეფციის შესაბამისად ახალ სერვისცენტრს “დაზღვევის სახლი” ვუწოდეთ. სახლი, რომელიც გახდა შეხვედრის ადგილი - ხარისხიანი პროდუქტის, ეფექტური სერვისის და მეგობრული გარემოსი, ანუ იმ სამი ძირითადი ფასეულობის, რაზეც დგას არდის ბიზნეს ფილოსოფია.

არდიპედია - პირველი სადაზღვევო აპლიკაცია
შევქმენით პირველი არაკომერციული სადაზღვევო აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც სადაზღვევო საქმით დაინტერესებულ სტუდენტებს, პროფესიონალებს, ჟურნალისტებს თუ უბრალოდ მოყვარულებს, შეეძლებათ ნახონ 1000-მდე სადაზღვევო ტერმინის განმარტება. ამასთან, ტერმინის მოძიება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, ვინაიდან არცთუ იშვიათად სადაზღვევო ლიტერატურა, თუ წყარო ინგლისურენოვანია.

ტრანსფორმაცია სააქციო საზოგადოებად
არდი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან, სააქციო საზოგადოებად ტრანსფორმირდა. ამ მნიშვნელოვან ეტაპს არდი სახეშეცვლილი ლოგოთი და ფერთა გამით შეხვდა.

დაარსდა ARDI CAMPUS
დავაარსეთ არდელების მუდმივი განვითარების სიმბოლო - ARDI Campus. კამპუსის შექმნასთან ერთად, დაფუძნდა ყოველწლიური ტრადიციული ბადე - ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციების საინტერესო ნაკრებით. ARDI Campus-ის საშუალებით, ყველაზე წარმატებული არდელები ყოველწლიურად გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, ჩვენი გადამზღვევი პარტნიორების კამპუსებში - პარიზსა და ციურიხში.
.jpg)
BDO ჩვენი აუდიტორია
არდის ყოველწლიურ აუდიტორულ შემოწმებას იწყებს დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანია BDO, რაც არდის სანდოობის, გამჭვირვალობის და ფინანსური სიძლიერის ერთგვარი გარანტიაა არსებული და მომავალი პარტნიორებისთვის.

INTERNATIONAL SOS - არდის პარტნიორი გახდა
ჩვენი მოგზაურობის მოყვარული დაზღვეულებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო ასისტანსის გამწევი პარტნიორი - INTERNATIONAL SOS გახდა.
International SOS მსოფლიოში უდიდესი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სერვისული კომპანიაა, რომელიც ითვლის Fortune Global 500 კომპანიის თითქმის ორი მესამედს მისი კლიენტების რიგებში და ყოველწლიურად ღებულობს 5 მილიონ დახმარების ზარს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.
.jpg)
ევროპული საგადამზღვევო სისტემის დანერგვა
დაარსებიდან ერთ წელიწადში შევქმენით ძლიერი საგადამზღვევო სისტემა და ძირითად სადაზღვევო პროდუქტებზე ჩვენი მხარდამჭერი გახდა საფრანგეთის N1 საგადამზღვევო კომპანია SCOR Global P&C.

ჩვენ დავიწყეთ
2010 წლის 31 მარტს ქართულ სადაზღვევო ბაზარზე "არდი ჯგუფი" - როგორც ამბიციური, ახალგაზრდა და ინოვიაციური სადაზღვევო კომპანია.
პირველ იდენტობაზე და იდეის ხორცშესხმაზე საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრამ" იმუშავა და ასეთი სახით წარვსდექით ჩვენი მომავალი დაზღვეულების წინაშე.